07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
ძლიერი ტროპიკული ციკლონი ავსტრალიის სანაპიროზე

ავსტრალიის სანაპიროს ძლიერი ტროპიკული ციკლონი დაატყდა თავს. მეოთხე კატეგორიის შტორმმა დებიმ უკვე გადაუარა რამდენიმე კუნძულს და ახლა კი, ეპიცენტრი კვინსლენდის შტატია, სადაც გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია. ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აჭარბებს.

წაქცეულია ხეები, შენობების ნაწილს კი ქარმა სახურავები ახადა. დასახლებებს არ მეორდება ელექტროენერგია, მათი ნაწილი კი დატბორილია. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

მეტეოროლოგების განცხადებით, ასეთი სიძლიერის შტორმი ავსტრალიაში ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ქვეყნის პრემიერმა სანაპირო ზონებში მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა და სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლის გეგმა აამოქმედა.

დღის ამბები