07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
აშშ-მ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საკითხს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა

შეერთებული შტატების სენატმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საკითხს. ამჯერად რატიფიკაციის ბოლო ეტაპია დარჩენილი, რომელიც პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს. ტრამპის ადმინისტრაცია კი როგორც ცნობილია, ბალკანური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. მონტენეგრომ უკვე მიიღო 25 ქვეყნის თანხმობა. ვაშინგტონი კი ერთ-ერთი ბოლოა, რომელსაც ნატოს წევრი 28 ქვეყნიდან ამ საკითხის მხარდაჭერა რჩება.

დღის ამბები