07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო - ქვეყნის პრემიერმა ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ქვეყნის პრემიერმა ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერა და მას ბრიუსელს დღეს გადასცემს. სავარაუდოდ მოლაპარაკებები ბრექსიტის ვადებსა და პირობებზე ორი წელი გაგრძელდება.

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. ტერეზა მეი მოგვიანებით ოფიციალურა განცხადებას გააკეთებს. 

ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედების პარალელურად შოტლანდიამ დამოუკიდებლობის საკითხზე მეორე რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა. ადგილობრივმა პარლამენტმა რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ ამ საკითხს კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ახალი რეფერენდუმის ჩატარება სავარაუდოდ 2018 წლის შემდგომიდან 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში იგეგმება, როდესაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ზუსტი ვადები გაირკვევა, თუმცა უკვე ცნობილია ლონდონის პოზიცია. ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიელების წინადადებაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები