07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც მიუსაჯა

ალექსეი ნავალნის შემდეგ მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა საპროტესტო აქციის სხვა ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც მიუსაჯა. ისინი ციხეში ორ კვირას გაატარებენ.

რუსული კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცველებს სასამართლოს ორდერის გარეშე ეჭვმიტანილის დაკავების უფლება მხოლოდ 48 საათის განმავლობაში აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად, დაკავებულთა ნაწილი სასამართლო პროცესს ამ დრომდე ელოდება.

კვირას გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მოსკოვის ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ადვოკატების ცნობით, ისინი პოლიციის 40-ზე მეტ განყოფილებაში გადაანაწილეს, რაც მათთვის იურიდიული დახმარების გაწევის პროცესს ართულებს. 

დღის ამბები