07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ტრამპი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რუსეთთან კავშირის გამოძიების ითხოვს

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯონ პოდესტას რუსეთთან კავშირის გამოძიების ითხოვს.

"რატომ არ ლაპარაკობენ დეზინფორმატორები პოდესტას კავშირზე რუსეთთან ან ფულზე, რომელიც რუსეთმა კლინტონს კომპანია "ურანიუმის" გაყიდვასთან დაკავშირებით გადასცა? ტრამპის ისტორია რუსეთზე მოგონილია"- დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე.

პარალელურად, დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების რუსეთთან კავშირის თაობაზე მორიგი განცხადება გაკეთდა მოსკოვშიც. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ტრამპის სიძისა და რუსული სახელწიფო ბანკის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა რუტინული ბიზნეს კომუნიკაცია იყო.

 

დღის ამბები