07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კლიმატის ცვლილების პოლიტიკას აუქმებს

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კლიმატის ცვლილების პოლიტიკას აუქმებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბარაკ ობამას გეგმის მთავარ ელემენტებს აჩერებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ის ამ ნაბიჯით დაასრულებს ბრძოლას ქვანახშირზე და რეგულაციებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ანადგურებს.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ბიზნეს ჯგუფებში მოიწონეს, თუმცა ის მკაცრად გააკრიტიკეს გარემოს დამცველებმა.

ასობით დემონსტრანტმა თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქციაც გამართა.

დღის ამბები