07 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, მავთულხლართები და რთული ვითარება ოკუპირებულ რეგიონში-საერთაშორისო მოლაპარაკებები ჟენევაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში უკვე დასრულებული საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ორ დღიან შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი 9 აპრილის ე.წ. რეფერენდუმი და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანება ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯად შეაფასა.

"მონაწილეებმა საქართველოდან დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას,”- წერია განცხადებაში.

დღის ამბები