07 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
"რუსეთი იტოვებს უფლებას, მოახდინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ფორმირება"-რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყება 28-29 მარტს ჟენევაში გამართული დისკუსიებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაეროში განხილვის ფაქტს ეხმაურება.

ჟენევაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ დააყენა საზღვრის დემარკაციის წინადადება, რაზეც საქართველომ კვლავ უარი განაცხადა. მოსკოვმა უკმაყოფილება გამოთქვა შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო აქტივობებით.

"ამ პირობებში რუსეთი იტოვებს უფლებას რომ მოახდინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ფორმირება თავის მოკავშირეებთან" - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს განხილვებთან დაკავშირებით კი საგარეო უწყება აცხადებს რომ თბილისმა აიძულა ადამიანის უფლებათა საბჭო, კენჭი ეყარათ მისი რეზოლუციის პროექტისთვის, რომელსაც საერთო არ ჰქონდა ადამიანის უფლებებთან, უკრაინის დახმარებით კი უშიშროების საბჭოზე რუსული ოკუპაციის საკითხიც გაიტანა, რასაც ოფიციალური მოსკოვი ჟენევის დისკუსიებისთვის ზიანის მომტან ნაბიჯად განიხილავს.

დღის ამბები