07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს სენატის დაზვერვის კომიტეტიც გამოიძიებს

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს სენატის დაზვერვის კომიტეტიც გამოიძიებს.

კანონმდებლები ახალ ანგარიშს ამზადებენ და 20 მოწმის დაკითხვას აპირებენ. მათ შორისაა დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი.

პირველი მოსმენა დღეს გაიმართება და საჯარო იქნება. სენატის დაზვერვის კომიტეტის ლიდერები აცხადებენ, რომ გამოძიებაში ორივე - დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები