07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
პოლონეთმა უკრაინაში საკონსულოები დახურა

პოლონეთმა უკრაინაში საკონსულოები დახურა. ეს გადაწყვეტილება ვარშავამ ქალაქ ლუცკში მომხდარი თავდასხმის გამო მიიღო.

პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში დაუდგენელმა პირებმა საკონსულოს შენობას ყუმბარა ესროლეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავდა, თუმცა დაზიანდა დიპლომატიური უწყების სახურავი და ჩაიმსხვრა მინები.

უკრაინის უშიშროების სამსახური მომხდარის მთავარ ვერსიად ტერაქტს განიხილავს და მის ორგანიზებაში რუსეთს ადანაშაულებს.

დღის ამბები