07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ნატომ პოლონეთის სამხედრო ტექნიკით აღჭურვის ეტაპი დაიწყო

ნატომ პოლონეთის სამხედრო ტექნიკით აღჭურვის ეტაპი დაიწყო. გდანსკის ბაზაზე უკვე ჩაიტანეს 644 ერთეული მძიმე სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის ტანკები.

შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობის განმარტებით, ტექნიკა ალიანსის მიერ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შემდეგ მიმდინარეობს.

პარალელურად, უკვე დასრულდა ნატოსა და რუსეთს შორის ელჩების დონეზე მორიგი შეხვედრა, რომელიც გუშინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეაფასა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს იყო ხანგრძლივი და კონსტრუქციული მოლაპარაკება, თუმცა აზრთა გარკვეული სხვადასხვაობაც გამოიკვეთა.

დღის ამბები