07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
რუსულმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა
რუსულმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. ის ციხეში 10 აპრილამდე დარჩება. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას და საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაგზავნას აპირებს.
 
ალექსეი ნავალნი გასულ კვირას მოსკოვში გამართულ აქციაზე დააკავეს. ხალხის პროტესტი ნავალნის ანტი კორუფციული ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა გამოძიებამ გამოიწვია, რომელშიც პრემიერ დიმიტრი მედვედევის კორუფციულ კავშირებზე იყო საუბარი.
დღის ამბები