07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში საავტომობილო მაგისტრალის ხიდს ცეცხლი გაუჩნდა

შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში საავტომობილო მაგისტრალის ხიდს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც გზის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან დროულად გადაიკეტა მაგისტრალი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხიდის ქვეშ ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა. კონსტრუქციის ჩამონგრევამ კი, ელექტრო გადამცემი ხაზების ჩაწყვეტა გამოიწვია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები