07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კატეგორიულად უარყოფს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კატეგორიულად უარყოფს ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტს ამ თემაზე შეკითხვა ფორუმზე დაუსვეს, რომელიც არქტიკის ტერიტორიულ საკითხებს ეხებოდა.

ვლადიმერ პუტინმა რონალდ რეიგანის ცნობილი ფრაზა გამოიყენა და მოკლე უარყოფითი პასუხი გასცა.

აქვე რუსეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ მზად არის დონალდ ტრამპს შეხვდეს და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბროს, მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონალურ კონფლიქტებზე და გლობალურ უსაფრთხოებაზე.

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის წინამორბედი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციამ სანქციების შემოღებით, ამერიკის ეკონომიკაც დააზარალა და ევროპისთვისაც საზიანო როლი შეასრულა, როდესაც ევროკავშირი ანალოგიური სანქციების შემოღების აუცილებლობაში დაარწმუნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები