07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
მაიკლ ფლინი მზადაა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ფედერალურ გამომძიებლებს ჩვენება მისცეს

დონალდ ტრამპის მრჩეველი უშიშროების საკითხებში მზადაა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ფედერალურ გამომძიებლებს და კონგრესის წარმომადგენლებსაც ჩვენება მისცეს, თუმცა მაიკლ ფლინი სანაცვლოდ იმუნიტეტის მინიჭებას მოითხოვს.

ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა წერილობითი განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ფლინს ნამდვილად აქვს სათქმელი, თუმცა ჩვენების მიცემა პოლიტიზებულ გარემოში არ სურს. ყოფილი მაღალჩინოსანი იძულებული გახდა პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი დაეტოვებინა, რადგან გაირკვა, რომ რუსეთის ელჩთან კომუნიკაცია ჰქონდა და ეს ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს დაუმალა.

დღის ამბები