07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის Facebook გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის Facebook გვერდი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ფრანსუა ოლანდის კედელზე ჩანაწერი განათავსეს და მომხმარებლები წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც ავტორების თქმით, პრეზიდენტი 7 მაისს თანამდებობიდან გადადგომის აღსანიშნავად გეგმავდა.

ყალბი ჩანაწერი ფეისბუკის გვერდზე ერთი საათის განმავლობაში იყო განთავსებული. მსგავსი წვეულების შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება ფრანსუა ოლანდის გადადგომის მომხრეებმა გააკეთეს, თუმცა აქტივისტები პრეზიდენტის  Facebook-ის გატეხვასთან კავშირს უარყოფენ. ელისეს სასახლეში მომხდარზე კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.

დღის ამბები