07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
იტალიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

იტალიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი ჯიჰადისტების ქსელთან თანამშრომლობდნენ, რომელიც ვენეციაში ისტორიული, რიალტოს ხიდის აფეთქებას გეგმავდა. დაკავებულები კოსოვოელი ალბანელები არიან.

გამოძიება კიდევ სამი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომლებსაც მთავარ ეჭვმიტანილებთან კავშირი ჰქონდათ. მათ გამომძიებლები ბოლო ერთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

ყველა დაკავებული ვენეციის ისტორიულ ცენტრში ცხოვრობდა.

დღის ამბები