07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
უკრაინაში უშიშროების სამსახურის ოფიცერი მოკლეს

უკრაინაში უშიშროების სამსახურის ოფიცერი მოკლეს. მისი მანქანა ქალაქ მარიუპოლში ააფეთქეს. თავდამსხმელთა სამიზნე ადგილზე დაიღუპა. უკრაინის პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.

ოფიციალური კიევი თავდასხმის ორგანიზებაში დონეცკელ სეპარატისტებს ადანაშაულებს. აფეთქება დილის საათებში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

დღის ამბები