07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრას მართავენ

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრას მართავენ. ეს ნატოს პირველი სამიტია, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რანგში რექს ტილერსონი ესწრება.

მთავარი განსახილველი თემა - პარტნიორებს შორის ვალდებულებების თანაბარი გადანაწილება იქნება. სწორედ ამას მოითხოვს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ტრანსატლანტიკური გაერთიანების უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე ხარჯები ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაზარდოს.

დაფინასების 2%-იან ზრდაზე გადაწყვეტილება ალიანსის ლიდერებმა ჯერ კიდევ 2006 წლის სამიტზე მიიღეს, თუმცა შეერთებული შტატების გარდა, ვალდებულება ამ დროისთვის მხოლოდ ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ - ესტონეთმა, საბერძნეთმა პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეასრულეს.

დღის ამბები