07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
აშშ-ის სპეცსამსახურების ვარაუდით, ISIS-ის მებრძოლებმა ახალი ბომბი შექმნეს

აშშ-ის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ISIS-ისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მებრძოლებმა ახალი ბომბი შექმნეს, რომელიც აეროპორტებში დამონტაჟებული სკანერების ნაწილისთვის შეუმჩნეველია.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ტერორისტები ბომბს ელექტრომოწყობილობებში ამონტაჟებენ. დაზვერვის სამსახურების განსაკუთრებულ შეშფოთებას კი ის ფაქტი იწვევს, რომ დაჯგუფების ხელში აღმოჩნდა მგზავრებისა და ბარგის შემოწმების აღჭურვილობაც, რომელსაც მებრძოლები ახალი მეთოდის შესამოწმებლად და მის გასაუმჯობესებლად იყენებენ. 

დღის ამბები