07 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
კონგრესსა და სენატში მაიკლ ფლინისთვის იმუნიტეტის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის კომიტეტებში ამ ეტაპზე მაიკლ ფლინისთვის იმუნიტეტის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან.

კონგრესმენ ადამ შიფის განცხადებით, ისინი დაინტერესებული არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ჩვენების მოსმენით, თუმცა ძალიან ადრეა მისი სამართლებრივი დევნისგან დაცვა.

მაიკლ ფლინი მზადაა, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ფედერალურ გამომძიებლებს და კონგრესის წარმომადგენლებსაც ჩვენება მისცეს, თუმცა სანაცვლოდ იმუნიტეტის მინიჭებას მოითხოვს.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ელჩთან კომუნიკაცია ჰქონდა და ეს ინფორმაცია თეთრ სახლს დაუმალა.

დღის ამბები