07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ტრამპის მოწოდებას ნატო-ს პარტნიორების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე სტოლტენბერგიც იზიარებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოწოდებას, რომ ნატო-ს პარტნიორებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდონ, ალიანსის გენერალური მდივანიც იზიარებს.

განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედროს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, საკითხი არ მდგომარეობს იმაში, რომ არჩევანი გაკეთდეს განვითარებასა და უსაფრთხოებას შორის.

მანამდე ამერიკელი კოლეგის მოთხოვნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უარყო. ზიგმარ გაბრიელის თქმით, საკმაოდ არარეალისტურია, რომ გერმანიამ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვის ხარჯებისთვის გამოყოს. 

დღის ამბები