07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
პარაგვაიში ანტისამთვრობო აქციის მონაწილეებმა კონგრესის შენობა დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს

ანტისამთავრობო აქცია პარაგვაიში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა კონგრესის შენობა დაარბიეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.

მომიტინგეების უკმაყოფილების მიზეზი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონპროექტი გახდა, რომელიც პრეზიდენტს ხელახლა არჩევის საშუალებას აძლევს.

35-წლიანი დიქტატურის შემდეგ მიღებული კონსტიტუციის თანახმად, პარაგვაიში პრეზიდენტს მმართველობის 5-წლიანი ლიმიტი აქვს, თუმცა ქვეყნის მოქმედი ლიდერი ამ წესის შეცვლას ცდილობს. 

დღის ამბები