07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ის რუსული კომპანიები დაასახელა, რომლებისგანაც ჰონორარები აქვს მიღებული

მაიკლ ფლინმა ის რუსული კომპანიები დაასახელა, რომლებისგანაც მას ჰონორარები აქვს აღებული. ვაშინგტონ პოსტის ცნობით, დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა თეთრ სახლს საგადასახადო დეკლარაცია წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მაიკლ ფლინმა 45 ათასი დოლარი ტელეკომპანია Russia Today-გან საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისთვის აიღო.

ამას გარდა ფლინს ჰონორარები აქვს აღებული კასპერსკის ლაბორატორიას და ავიაგადამზიდავ ვოლგა-დნეპრის შვილობილ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში არიან დარეგისტრირებულები.

რუსეთთან კავშირების თემაზე მაიკლ ფლინი მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს, თუმცა სანაცვლოდ ხელშეუხებლობის იმუნიტეტს ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები