07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოულოდნელი ვიზიტი ქურთებით დასახლებულ პროვინციაში

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოულოდნელი ვიზიტი ქურთებით დასახლებულ პროვინციაში. თურქეთის პრეზიდენტი რეფერენდუმის სააგიტაციო კამპანიის ფარგლებში დიარბაქირში ჩავიდა და ქურთ მოსახლეობას შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თავის პარტიას "მშვიდობისა და თავისუფლების მცველი" უწოდა და ქურთების მომხრე სახალხო დემოკრატიული პარტია ქურთი სეპარატისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა ქურთ მოსახლეობას საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობისკენ და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. რეფერენდუმი 16 აპრილსაა დაგეგმილი. საკონსტიტუციო რეფორმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

დღის ამბები