07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
თავდასხმა იერუსალიმში - დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ სამი ადამიანი დაჭრა

მორიგი თავდასხმა მოხდა იერუსალიმში. დანით შეიარაღებული ახალგაზრდა გამვლელებს დაესხა თავს და სამი ადამიანი დაჭრა. დაშავებულებს შორის ორი რიგითი მოქალაქეა, ერთი კი პოლიციელი. თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა მას სამხედროებმა ესროლეს და ადგილზე მოკლეს.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი პალესტინელი ახალგაზრდა იყო. ძალოვანები მისი გარემოცვის დაკითხვას გეგმავენ.

დღის ამბები