07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
მეწყერი კოლუმბიაში - სტიქიის შედეგად წინასწარი ინფორმაციით, 250 ადამიანია დაღუპული 

დიდი მსხვერპლი მოჰყვა სტიქიურ უბედურებას კოლუმბიაში. პუტუმაოს პროვინციაში გადაუღებელ წვიმის შემდეგ ძლიერი წყალდიდობა დაიწყო და მეწყერი ჩამოწვა. ღვარცოფმა ქალაქი მოკოა დააზარალა, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლი მიწით დაიფარა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 250-ს აჭარბებდეს, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის შინაგანი ჯარი და პოლიციაცაა ჩართული. სტიქიური უბედურების ზონა პრეზიდენტმაც მოინახულა და საერთაშორისო თანამეგტობრობას დახმარება სთხოვა. კოლუმბიის ხელისუფლებას და მოსახლეობას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ევროკავშირმა. ფედერიკა მოგერინი კოლუმბიელებს დახმარებას ჰპირდება.

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

 

დღის ამბები