07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ბუდაპეშტში განათლების კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ

ბუდაპეშტში განათლების კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ. ათასობით უნგრელი და უცხოელი სტუდენტი, ასევე პედაგოგები და რიგითი მოქალაქეები დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უნგრეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა შესაძლოა, ქვეყანაში ფუნქციონირების უფლება დაკარგოს.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ჯორჯ სოროსმა 1991 წელს დააარსა. ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებელს დიპლომების გაცემის წესების დარღვევას ედავება.

დღის ამბები