07 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
მეწყერი კოლუმბიაში - სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

სამაშველო ოპერაცია გრძელდება კოლუმბიაში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა. ასობით დაშავებული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

პოლიცია და მოხალისეები სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ.

ოფიციალური პირები დაღუპულთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ, რადგან ასეულობით ადგილობრივი მოსახლე ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები