07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
მორიგი ანტისამთავრობო აქცია მოსკოვში კვლავ დაკავებებით დასრულდა

მორიგი ანტისამთავრობო აქცია მოსკოვში კვლავ დაკავებებით დასრულდა. კორუფციის წინააღმდეგ არასანქცირებული მიტინგის გამართვა დემონსტრანტებმა ტრიუმფალური მოედნის მახლობლად სცადეს, თუმცა მათ სამართალდამცველებმა გზა გადაუკეტეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით 31 ადამიანი დააკავეს.

ანალოგიური აქცია რუსეთის მასშტაბით გასულ კვირასაც გაიმართა. კორუფციული ბრალდების გამო, ოპოზიციის აქტივისტები პრემიერ დიმიტრი მედვედევის გადადგომას ითხოვდნენ. მაშინ სამართალდამცველებმა მხოლოდ მოსკოვში ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

დღის ამბები