07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
კოლუმბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა, მათგან 44 ბავშვია

კოლუმბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა, აქედან 44 ბავშვია. გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში მეწყერი გამოიწვია.

რამდენიმე დასახლება მთლიანად განადგურდა. განსაკუთრებით კი ქალაქი მოკოა დაზარალდა. სახლების დიდი ნაწილი მიწაში ჩაიმარხა. დაკარგულ ადგილობრივებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გარემოსდამცველთა განცხადებით, კოლუმბიაში ძლიერი წვიმა ხშირია, მაგრამ ამჯერად ერთი თვის ნალექი ერთ დღეში მოვიდა, რაც უჩვეულო იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები