07 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა - პოლონეთის პროკურატურის ახალი ბრალდება რუსეთს

პოლონეთის გენერალური პროკურატურა რუსეთის მიმართ ახალი ბრალდებით გამოდის. გამომძიებლები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის განზრახ პროვოცირებაში რუს დისპეჩერებს ადანაშაულებს.

უწყების წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიების მსვლელობისას მოგროვდა მტკიცებულებები, რამაც პროკურორებს ახალი ბრალდებების ფორმულირების საშუალება მისცა. დისპეჩერების გარდა, ბრალდებების ადრესატად მესამე პირიც სახელდება, რომელიც კატასტროფის დროს სადისპეჩეროში იმყოფებოდა.

კრემლში უკვე განაცხადეს, რომ ვარშავის ახალ ბრალდებებს არ დათანხმდებიან. ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი 7 წლის წინ, ქალაქ სმოლენსკთან დაშვებისას ჩამოვარდა და 96 ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები