07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემით, პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის რესპუბლიკურ პარტიას მხარი ამომრჩეველთა 49 პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზეა ოპოზიციური ბლოკი ცარუკიანი -27 პროცენტით.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში 4 პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი, აქედან ორი პროდასავლური, დანარჩენი ორი კი ევრაზიულ კავშირთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მომხრეა.

სომხეთში ეს პირველი არჩევნები იყო საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, რომელიც მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს.


დღის ამბები