07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის პრობლემას მარტოც მოაგვარებს - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის პრობლემას მარტოც მოაგვარებს. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა Financial times-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლებაა მზადაა, ფხენიანიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს გაუმკლავდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პროცესში ჩინეთი ვაშინგტონის დახმარებას არ მოისურვებს.

ტრამპის თქმითვე, პეკინს ფხენიანზე დიდი გავლენა აქვს და თუ ამას გააკეთებს, ჩინეთისთვისვე იქნება კარგი. კვირის ბოლოს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას ფლორიდაში უნდა უმასპინძლოს.

 

დღის ამბები