07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ციკლონი ავსტრალიაში - პრემიერმინისტრმა დაზარალებული რაიონები მოინახულა

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ციკლონის შედეგად დაზარალებული რაიონები მოინახულა. მალკოლმ ტერნბული ახალი სამხრეთ უელსის ორ ქალაქში ჩავიდა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ გამოაცხადა.

პრემიერმა დასუფთავების სამუშაოებში მონაწილე მოხალისეების გასამხნევებლად ერთ-ერთ კაფეში იატაკიც მოწმინდა. ციკლონი, რომელმაც ავსტრალიის აღმოსავლეთ რაიონებს გადაუარა, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით საცხოვრებელი სახლი კი დაიტბორა.

ამავე თემაზე
დღის ამბები