07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
გერმანიის სასამართლომ ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

გერმანიის სასამართლომ ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. დუსელდორფის სასამართლომ არშემდგარი ტერაქტის საქმეზე 4 ექსტრემისტი გაასამართლა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მკვლელობას გეგმავდნენ და ამ მიზნით, ბონის რკინიგზის სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამოტაჟეს.

ბომბი სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და გააუვნებლეს. ინცინდენტი 2012 წელს მოხდა. ერთ-ერთი გასამართლებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 30 წლის გერმანელია, რომელმაც წლების წინ ისლამი მიიღო. მის თანამზრახველებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. 

დღის ამბები