07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
დონალდ ტრამპის სიძე და ამერიკელი მაღალჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ბაღდადში იმყოფებიან

ბაღდადში ოფიციალური ვიზიტით დონალდ ტრამპის სიძე და ამერიკელი მაღალჩინოსნები იმყოფებიან. მოლაპარაკებების მთავარი თემა გლობალური ტერორიზმი და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაა. 

ჯარედ კუშნერი ერაყის დედაქალაქში ამერიკელ გენერალთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ერთად ჩავიდა.

ამერიკელმა სტუმრებმა მოლაპარაკება უკვე გამართეს ერაყის პრემიერმინისტრთან და მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში დახმარებას დაჰპირდნენ. ამავე თემაზე ტრამპის დელეგაცია დღეს შეხვედრას ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობასთანაც გეგმავს.

დღის ამბები