07 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ შტატებს - მისისიპის, ალაბმასა და ლუიზიანას ძლიერმა შტორმმა გადაუარა.

ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია. დაზარალებული რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზოგიერთ ქალაქში შეწყდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ათობით სარკინიგზო და ავია რეისი.

ლუიზიანას გუბერნატორმა დაზარალებული რეგიონის მონახულების შემდეგ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დღის ამბები