07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
რეჟისორმა რომან პოლანსკიმ შეერთებულ შტატებში მორიგი პროცესი წააგო

რომან პოლანსკიმ შეერთებულ შტატებში მორიგი პროცესი წააგო. რეჟისორი მის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დახურვას მოითხოვდა, თუმცა ლოს ანჯელესის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განმარტა, რომ ექსტრადირების გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრალდებული ამერიკულ მართლმსაჯულებას ემალება, შესაბამისად, მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება არამიზნობრივად მიაჩნია.

რომან პოლანსკის არასრულწლოვან მოდელთან სექსუალური კავშირის დამყარება ბრალდება. სავარაუდო დანაშაული მან 1977 წელს ჩაიდინა და გარიგების საფუძველზე 42 დღიანი პატიმრობა მოიხადა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმე განაახლა, პოლანსკი შეერთებული შტატებიდან ევროპაში გაემგზავრა. ექსტრადირების საქმის განხილვისას, მან ერთი წელი შვეიცარიაში, შინაპატიმრობაში გაატარა.

 

 

დღის ამბები