07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
აშშ-ის ავიაციის სამმართველომ ჰარისონ ფორდის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე დახურა

შეერთებული შტატების ავიაციის სამმართველომ ჰარისონ ფორდის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე დახურა. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს ინციდენტი, რომელიც კალიფორნიის აეროპორტში მოხდა.

ჰარისონ ფორდი მცირე ზომის თვითმფრინავით დაშვებისას მგზავრებით სავსე ლაინერს საშიშ დისტანციაზე მიუახლოვდა და შეჯახებას გადაურჩა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მანძილი მსახიობის თვითმფრინავსა და ბოინგ 737-ს შორის 30 მეტრს შეადგენდა, რაც სერიოზულ სასჯელს არ ითვალისწინებს.

ჰარისონ ფორდი სასჯელსაც გადაურჩა და ფრენის უფლებაც შეინარჩუნა.

დღის ამბები