07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
მოკლული პოლიციელები - ასტრახანში რადიკალ ისლამისტებს ეძებენ

რადიკალ ისლამისტებს ეძებენ სამართალდამცველები ასტრახანში, სადაც გვიან ღამით ორი პოლიციელი მოკლეს. დაუდგენელმა პირებმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს გაუხსნეს ცეცხლი, რომლებიც ავარიის ადგილზე გამოძახებაზე მივიდნენ. ინციდენტი უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის პროვოცირება განზრახ მოახდინეს, რის შემდეგაც ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველებს, მოკლულების იარაღი გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა ისლამისტმა ვაჰაბიტებმა მოაწყვეს, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ. საქმეზე 8 ეჭვმიტანილი იძებნება.

დღის ამბები