07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
სანკტ პეტერბურგში მეტროსადგურთან სამართალდამცველები კვლავ არიან მობილიზებული

სანკტ პეტერბურგში მეტროსადგურ სენნაია პლოშაძთან ანონიმმა პოლიციას სადგურში ბომბის არსებობის შესახებ შეატყობინა. სპეციალისტები შემოწმებას შეუდგნენ. ამ სადგურთან ერთად, დაიხურა მეტროს კიდევ ორი სადგური. მეტროსადგურთან სამართალდამცველები კვლავ არიან მობილიზებული.

პეტერბურგში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 49 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 19 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

22 წლის აკბარჟონ ჯალილოვი ქალაქ ოშიდან რუსეთში საცხოვრებლად 10 წლის წინ გადავიდა და რუსეთის მოქალაქეობა 6 წლის წინ მიიღო.

დილიდან ტერაქტის ადგილზე ადგილობრივები მიდიან. გვიან ღამით მეტროს სადგურში ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა. რუს ხალხს მსოფლიო ლიდერები სამძიმარს უცხადებენ. 

დღის ამბები