07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია გაყიდვაში 9 აპრილიდან გამოვა

ვიქტორია ბექჰემმა საზოგადოებას ახალი კოლექცია წარუდგინა, რომელიც ყოველდღიური და ე.წ. ქუჩის სტილის სამოსს მოიცავს. კოლექცია ტარგეტის მაღაზიათა ქსელისთვის შეიქმნა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ფასები 6-დან 70 დოლარამდე მერყეობს. ვიქტორია ბექჰემის ახალი ხაზი ყველა ასაკის ქალის და ბავშვის სამოსსაც მოიცავს.

დიზაინერი ამბობს, რომ სამოსი ბავშვებისთვის მისი შვილის, ჰარპერის, დახმარებით შექმნა. პრეზენტაცია ლოს-ანჯელესის ფეშენებელურ კომპლექსში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

მიწვეულ სტუმრებს შორის ჰოლივუდის და შოუ ბიზნესის ვარსკვლავები იყვნენ. კოლექცია გაყიდვაში 9 აპრილიდან გამოვა.

დღის ამბები