07 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
58 დაღუპული - სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგ ფაქტზე საუბრობენ

უფლებადამცველები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგ ფაქტზე საუბრობენ. ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჭურვები იდლიბის პროვინციაში, ქალაქ ხან შეიხუნში აფეთქდა.

იერიშის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვია. მონიტორების ინფორმაციით, დაღუპულებს და დაშავებულებს, მომწამვლავი ნივთიერებების კვალი და სიმპტომები აღენიშნებათ.

მათივე განცხადებით, ქიმიური იარაღი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსულმა ავიაციამ გამოიყენა. უფლებადამცველების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ოფიციალურ დამასკოში და აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალები მსგავსი ტიპის შეიარაღებას არ იყენებენ.

დღის ამბები