07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იკრიბება. პარალელურად, ვრცელდება ვიდეო კადრები ქალაქიდან, სადაც გავრცელებული ცნობით, ქიმიური იარაღით თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ბრიტანული მონიტორინგის მისიის ინფორმაციით იერიში, სირიული ან რუსული ავიაციით განხორციელდა, თუმცა ასადის რეჟიმი ამ ფაქტს უარყოფს.

იდლიბის პროვინციაში მომხდარს გამოეხმაურენ ბრიტანეთის პრემიერი, ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, ტრამპის ადმინისტრაცია და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

დღის ამბები