07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
საერთაშორისო ორგანიზაციები სირიაში მომხდარ ტრაგედიას ასადის რეჟიმს უკავშირებენ

სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იკრიბება. იდლიბის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა ბავშვია.

საერთაშორისო ორგანიზაციები მომხდარში ასადის არმიას ადანაშაულებენ. რუსეთმაც დაადასტურა, რომ იერიში სირიის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს და სამიზნე ტერორისტების ქიმიური იარაღის დამამზადებელი ქარხანა იყო.

ექსპერტების შეფასებით, მომწამვლელი გაზი ჰაერში ჭურვების აფეთქების შემდეგ გავრცელდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივები სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. იდლიბის ტრაგედია მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები