07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
პეტერბურგელი ტერორისტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს

სანქტ პეტერბურგელი ტერორისტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამოწმებენ დაცვის კამერების ჩანაწერებსაც, რომელშიც ჯალილოვი ფიგურირებს. ის ტერაქტის დღეს სახლიდან ხელჩანთით გამოდის.

გამომძიებლებმა დაკითხეს ტერორისტის მეზობლები ყირგიზეთის ქალაქ ოშში. ისინი აცხადებენ, რომ ჯალილოვი კარგი ოჯახიდან იყო. მან ასაფეთქებელი მოწყობილობა პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს აამოქმედა. ამ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტი ადგილზე დაიღუპა.

დღის ამბები