17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
"ამ კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს" - ნინო წილოსანი თამბაქოს შესახებ კანონზე საუბრობს

პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები დღეს პირველი მოსმენით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.

ცვლილებები თამბაქოს შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულების მეპატრონე 500-დან 5 ათას ლარამდე დაჯარიმდება.

ასევე საუბარია ყველა სახის რეკლამის აკრძალვაზე, მათ შორის ბილბორდებზე.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენდაუნებლიეთ ვწამლავთ ჩვენს შვილებს, როდესაც ვზივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, მე ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ ამ კანონპროექტს და მოვუწოდებ ყველას, რომ დაუჭიროს მხარი,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების მდივანმა ნინო წილოსანმა.

ევროპული საქართველოს ლიდერები ამბობენ, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამით არცერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს.

„ჩვენ ამ მსოფლიო პროცესს, როდესაც მოწევის შეზღუდვა ხდება, ფეხი უნდა ავუწყოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოქალაქეები. შეიძლება ადამიანი გრძნობდეს, რომ ეს მავნე ჩვევაა, მაგრამ სანქცირებას ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები