07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
გაერო სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის შემდეგ რუსეთისგან ასადის რეჟიმზე ზეწოლას ითხოვს

გაერო სირიაში მომხდარი სავარაუდო ქიმიური თავდასხმის შემდეგ რუსეთისგან ასადის რეჟიმზე ზეწოლას ითხოვს.

შემუშავებულია რეზოლუციის ტექსტი, რომლითაც გმობს მომხდარს და ითხოვენ გამოძიებას. თუმცა რუსეთს ვეტოს უფლება აქვს.

მოსკოვი ამ რეზოლუციას ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობილს უწოდებს. მომხდარს უარყოფს დამასკოც.

იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ სასტიკ იერიშებს მწვავე განცხადებებით ეხმიანება ვაშინგტონიც. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ასადის რეჟიმის მხარდაჭერა.

მომხდარზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა დონალდ ტრამპმაც. მისი თქმით, ასადის რეჟიმის ამგვარი ქმედების მოთმენა არ შეიძლება.

დღის ამბები