07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ასადის რეჟიმის საზარელი ქმედებების მოთმენა შეუძლებელია, მათ ყველა ხაზი გადაკვეთეს - დონალდ ტრამპი

ვაშინგტონი რუსეთს სირიის რეჟიმის მხარდაჭერის გადახედვას ურჩევს. იდლიბში მომხდარი ქიმიური შეტევის შემდეგ დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ ასადის მიმართ პოზიცია შეიცვალა. გაეროს უშიშროების საბჭოში უკვე შევიდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც იდლიბის იერიშს გმობს, თუმცა რუსეთი დოკუმენტის დაბლოკვით იმუქრება.

„საშინელება მოხდა, ქიმიური შეტევა უდანაშაულო ხალხის, ქალების, პატარა ბავშვების, ულამაზესი ჩვილების წინააღმდეგ. მათი სიკვდილი კაცობრიობის დანაშაულია. ასადის რეჟიმის საზარელი ქმედებების მოთმენა შეუძლებელია. მათ ყველა ხაზი გადაკვეთეს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ავიაიერიშს, რომლის დროსაც სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერების შემცველი ჭურვები გამოიყენეს იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები